შესვლა

სიახლეები

მინიკრედიტის ახალი ინიციატივა - მინიფონდი

20.09.2013


ევროპულმა ბრენდმა - მინიკრედიტმა 18 სექტემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში გამართა პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ ევროპიდან მოწვეული დირექტორები, დამფუძნებლები და კომპანიის პარტნიორები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კომპანიის სიახლეები და ინიციატივები. კერძოდ, ახალი ბრენდი - მინიფონდი.


მინიფონდი არის სოციალური პროექტი, რომელიც ხორციელდება მინიკრედიტის მხარდაჭერით. პროექტი ორიენტირებულია საქართველოში მცხოვრები ადამიანების იდეების ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც მიმართულია მათი პირადი ან პროფესიული განვითარებისკენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი, ასევე გარემოს კეთილმოწყობა.

პროექტი არ არის ერთჯერადი და ექნება სეზონური ხასიათი. სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა გვერდი www.minifund.ge, რომელიც სრულად ასახავს ფონდის საქმიანობას და პროექტში მონაწილეობის წესებს.

ფონდი ყოველკვარტალურად გამოყოფს ბიუჯეტს, რომლითაც დაფინანსდება რამოდენიმე მონაწილე. შემოდგომის ფონდის ბიუჯეტი 10 000 ლარია, ხოლო ერთი პროექტი ფინანსდება მაქსიმუმ 2 500 ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფინანსებას მინიმუმ 4 მონაწილე მიიღებს.

ჩვენი მიზანია, რომ პროექტების დაფინანსება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, შესაბამისად, მომხმარებლების პროექტებს ხმას აძლევს არა მინიფონდი, არამედ ხალხი.

პროექტების გადმოგზავნა დაიწყო და გაგრძელდება 30 ოქტომბრის ჩათვლით. ხოლო, 1 ნოემბერს ყველა პროექტი განთავსდება საიტზე www.minifund.ge და დაიწყება ხმის მიცემის პროცესი, რომელიც გასტანს 15 ნოებრამდე. 15 ნოემბერს კი გამოვლინდება ის პროექტები, რომლებიც მიიღებენ მინიფონდის დაფინანსებას.

არ გამოტოვო შანსი მიიღო დაფინანსება!
www.minifund.ge

                       

აირჩიეთ კრედიტის სასურველი თანხა :
თანხა (1000 ლარამდე)
ვადა (30 დღე)
განაცხადი ლარზე
100
card credit
მოითხოვე
ბარათი
sms credit
SMS
კრედიტი
unipay credit
ელექტრონული
საფულე

კონტაქტი

ტელეფონი:
2 20 40 40
ელ.ფოსტა

ორშაბათი - პარასკევი

10:00 – 20:00

შაბათი

10:00 – 16:00

მინიკრედიტის ქსელი
ესტონეთი ლატვია პოლონეთი საქართველო
MiniCredit - საერთაშორისო ხარისხის პლატინის გვირგვინით დაჯილდოვდა - ლონდონი 2014 MiniCredit from Georgia, winner of the BID World Quality Commitment Award in Paris 2013 MiniCredit - most Innovative Online Lender in Georgia